საქართველო ევრო 2020-ზე გასვლით მინიმუმ 9,25 მილიონს მიიღებს
საქართველო ევრო 2020-ზე გასვლით მინიმუმ 9,25 მილიონს მიიღებს

საქართველოს ნაკრებმა მიზნისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე დაბრკოლება გადალახა – „დ“ დივიზიონის ჯგუფის მოგების შემდეგ, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩში ბელარუსი 1:0 დაამარცხა. ვლადიმირ ვაისის გუნდი 12 ნოემბერს საშინაო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონას შეხვდება.

გარდა იმისა, რომ ერთა ლიგის პირველი სეზონის ფინალში საბოლოო გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა ძველი კონტინენტის საუკეთესო საფეხბურთო ქვეყნებში მოხვდება, ევრო 2020-ზე გასვლით ისტორიას დაწერს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხაზინაც კარგად შეივსება – არანაკლებ 9,25 მილიონი ევროთი.

ევროპის ფეხბურთის სახლი (უეფა), ისევე როგორც ყველა ადრე ჩატარებულ კონტინენტის მთავარ ტურნირებზე, მონაწილე ქვეყნებს ამჯერადაც სოლიდურად დააჯილდოებს. ევროპის ჩემპიონატზე შესვლისთანავე, ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის ყულაბაში 9,25 მილიონი ევრო დაირიცხება და ეს თანხა შეიძლება გაიზარდოს, თუ ჩვენი ნაკრები ევრო 2020-ზე წინ წაიწევს.

კერძოდ, ტურნირში თითოეულ გამარჯვებისთვის ქვეყნის ფედერაციას დაერიცხება 1,5 მილიონი ევრო, ფრეზე – 750 000 ევრო, ხოლო პლეი ოფში გასვლისთვის დამატებით 2 მილიონი ევრო.

ამავე დროს, თუ საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას გაივლის, უკვე ვიცით, რომელ ჯგუფში ვიასპარეზებთ და რა გრაფიკით ვითამაშებთ. გასვლის შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ევრო 2020-ს 13 ივნისს ბუქარესტში ავსტრიასთან მატჩით გახსნის. ასევე რუმინეთის დედაქალაქშია დაგეგმილი უკრაინასთან მატჩი, ხოლო ნიდერლანდების წინააღმდეგ – ამსტერდამში.