#კარიკატურა | ზღაპარი გრძელდება - ბელარუსი ყაზახეთსა და ლატვიას მივაყოლეთ, ევრო 2020-მდე ერთიღა დარჩა
#კარიკატურა | ზღაპარი გრძელდება - ბელარუსი ყაზახეთსა და ლატვიას მივაყოლეთ, ევრო 2020-მდე ერთიღა დარჩა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა აქამდე 12 შესარჩევი ეტაპი ჩაატარა, მონაცვლეობით ხან ევროპის ჩემპიონატის, ხან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოდა, მაგრამ თორმეტივე შემთხვევაში ხელი მოეცარა.

მეცამეტე ცდა ერთა ლიგაა – ევრო 2020-ის შესარჩევი, სადაც ქართველებმა ჯგუფში ყაზახეთი, ანდორა და ლატვია დაამარცხეს, პლეი ოფში ბელარუსიც მოისტუმრეს. დარჩენილია ერთი – ჩრდილოეთ მაკედონია, რომელსაც საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს შეერკინება. ეს იქნება ევრო 2020-ისკენ მიმავალი გზის ყველაზე ვიწრო მონაკვეთში, სადაც ფეხის ერთი დაცდენა ერთს თუ მეორეს ძვირად დაუჯდება.

ცხადია, კარიკატურაზე გამოსახული ურჩხული ბოროტი არ არის, უბრაოდ ამ ნახატით გვსურს პარალელი ზღაპართან გავავლოთ. ჩვენი ზღაპარი ხომ საფეხბურთო თვალსაზრისით ბავშვმა გიორგი ჩაკვეტაძემ ყაზახეთის ძლევით დაიწყო, მასზე კიდევ უმცროსმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი ბელარუსის დამარცხებით განაგრძო…

12 ნოემბერს დაგვეწეროს – ზღაპრის ბოლო კეთილია.