ბელარუსის ნაკრების მცველი - ახლა ბევრი ქართველი კარგ გუნდში თამაშობს
ბელარუსის ნაკრების მცველი - ახლა ბევრი ქართველი კარგ გუნდში თამაშობს

კირილ პეჩენინმა ევრო 2020-ის პლეი ოფში საქართველოს ნაკრებთან წაგება გაიხსენა – ბრესტის „დინამოს“ მცველი ერთადერთი ბელარუსი მოთამაშე აღმოჩნდა, რომელმაც საქართველოს ნაკრებზე დადებითად ილაპარაკა.

„ქართულ ფეხბურთზე ფიქრის გამო, რატომღაც, უცებ ტექნიკური ფეხბურთელები მახსენდება. მახსოვს, „ვიტებსკის“ შემადგენლობაში თამაშის დროს ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე ერთ-ერთ ქართულ გუნდს შევხვდით – „დინამო თბილისს“. ძალიან კარგი მეტოქე იყო, მატჩის დროს ბურთით შესანიშნავად მოქმედებდა“, – იხსენებს პეჩენინი.

23 წლის მცველს ქართველები რუსეთის ჩემპიონატიდანაც დაამახსოვრდა.

„რუსეთის პირველობას ხშირად ვუყურებ. ამ ქვეყნის პრემიერლიგაშიც ბევრი ქართველი თამაშობს. არიან ახალგაზრდა პერსპექტიული ბიჭები – დავითაშვილი „როტორში“ კვარაცხელია „რუბინში“, გამოცდილი გრიგალავა – ტულის „არსენალში“, ხოლო კვირკველია ვოლგოგრადის „როტორში“. ახლა ბევრი ქართველი კარგ გუნდებში თამაშობს”, – ამბობს პეჩენინი.

დატოვე კომენტარი