თორნიკე ოქრიაშვილი - სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ
თორნიკე ოქრიაშვილი - სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ

თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა, პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის მესამე ტურში ფრედ (2:2) დასრულებული მატჩით გულდაწყვეტილია.

„მოწინააღმდეგეს ორივე ტაიმში ვაჯობეთ, უკეთესად ვითამაშეთ, კარგი სტატისტიკაც გვქონდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ახლა უკვე შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ და სამი ქულა ავიღოთ“, – განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილმა გოლები გაიტანა ერთა ლიგის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბელარუსთან „ევრო 2020“-ის პლეიოფში.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ 14 ოქტომბერს გამართავს. მატჩი სკოპიეს „ფილიპე II არენაზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება – შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი