ბელარუსი მწვრთნელი - საქართველოსთან ჩვენს გუნდს განწყობა არ ჰქონდა, კანკავა კი როგორ იბრძოდა
ბელარუსი მწვრთნელი - საქართველოსთან ჩვენს გუნდს განწყობა არ ჰქონდა, კანკავა კი როგორ იბრძოდა

ბელარუსმა სპეციალისტმა, „ბატეს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ დულუბმა იუთუბ-არხჰოდასევიჩი ლაივზე“ ილაპარაკა, როგორი უნდა იყოს ბელორუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი – მან ბელარუსი გულშემატკივრებისთვის 2020 წლის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, საქართველოს ნაკრებთან წაგებაც გაიხსენა.

„ეროვნულმა გუნდმა დათმო „ცხოვრების მატჩი“ და ამ დროს გვეუბნებიან, რომ მათ ნორმალურად ითამაშეს, რომ მსაჯმა „დაგვწვა“. მაგრამ რა განსხვავებაა, წაგება მსაჯის ბრალი იყო თუ არა? ფაქტია, რომ წავაგეთ. საშინელებაა, როდესაც ისინი საუბრობენ, რომ ჩვენ ადგილი მოგვიჩინეს. რომელ ადგილზეა ლაპარაკი, სად ვართ ჩვენ და სადაა საქართველო? ეს იყო „ცხოვრების მატჩი“, საჭირო არ იყო არც ტაქტიკა და არც ფიზიკური მომზადება. მოთამაშეები არ იყვნენ მზად, ქვეყნისთვის თავი გადაედოთ. ამ დროს ვხედავდი, როგორ თამაშობდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი კანკავა. ჩვენ კი მეტი შანსი აღარ გვექნება“, – ამბობს „ბატეს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს თბილისში გამართული ევრო 2020-ის პლეი ოფის შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა ბელარუსის ნაკრებს 1:0 მოუგო და ფინალში გავიდა, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა.