ბელარუსის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი 56 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა
ბელარუსის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი 56 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა

ბელარუსის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი 56 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ უფლებადამცველ ორგანიზაცია „ვესნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, ლუკაშენკომ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ქვეყანა უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციებისგან უნდა გაწმინდოს.

ბელარუსში 10 ივლისის შემდეგ რამდენიმე მედიასაშუალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადამიანის უფლებათა დაცვის გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელატიმ ლუკაშენკოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ბელარუსში დაუშვებელი რეპრესიები მიმდინარეობს.