ბელარუსის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო აკადემიური თეატრი ოქტომბერში საქართველოს ესტუმრება
ბელარუსის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო აკადემიური თეატრი ოქტომბერში საქართველოს  ესტუმრება

ბელარუსის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო აკადემიური თეატრი გასტროლით საქართველოს პირველად ესტუმრება. ინფორმაცია პირველ არხს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაციამ მიაწოდა.

თეატრის ცნობით, ბელარუსის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასი საქართველოს ოქტომბერში ეწვევა.

პროექტით „ძველი ზღაპარი თანამედროვე ბავშვებისთვის”, ბელარუსის თეატრალური დასი 5, 6 და 7 ოქტომბერს შარლ პეროს „ჩექმებიან კატას“ წარმოადგენს.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, სექტემბრის ბოლოს საგასტროლო სპექტაკლებით „რწყილი და ჭიანჭველა“ და „ ღამე და თუთიყუში“ ბელარუსში გაემგზავრება.