ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესია მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაულზე ტაძრებში მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესია მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაულზე ტაძრებში მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესია მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაულზე ტაძრებში მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მიტროპოლიტმა პაველმა გააკეთა.

მან ასევე დაადასტურა, რომ ბელარუსში ერთ-ერთი სასულიერო პირი „კოვიდ-19“-ითაა ინფიცირებული.

„დღეს ისმის ბოროტი ხმები, რომლებიც ამბობენ – „არ დაემორჩილოთ პატრიარქს, იარეთ ტაძრებში, მათ ჩვენი ქრისტესგან დაშორება სურთ“. მე გეტყვით, რომ ტაძრები არ დაიხურება, ღვთისმსახურება გაგრძელდება. მაგრამ გულისტკივილით ვამბობ, თავი შეიკავეთ ტაძრებში მისვლისგან, ილოცეთ სახლებში. თუ მაინც მიხვალთ, დაიცავით დისტანცია“, – განაცხადა ბელარუსის მართლმადიდებლი ეკლესიის მეთაურმა.