ბელარუსის გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილე - დასავლეთმა ნათლად უნდა გააცნობიეროს, რომ ნებისმიერი სახის შეიარაღებულ პროვოკაციაზე ჩვენი პასუხი აუცილებლად იქნება ადეკვატური და მკაცრი
ბელარუსის გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილე - დასავლეთმა ნათლად უნდა გააცნობიეროს, რომ ნებისმიერი სახის შეიარაღებულ პროვოკაციაზე ჩვენი პასუხი აუცილებლად იქნება ადეკვატური და მკაცრი

კონფლიქტის შემთხვევაში, თავდასხმის მთავარი სამიზნე პოლონეთის ტერიტორია და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა გახდება, – ამის შესახებ ბელარუსის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსლან კოსიგინმა განაცხადა.

ბელარუსელი გენერლის თქმით, პოლონეთის ტერიტორია, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, ხდება საცდელი ადგილი, სადაც აშშ გეგმავს ევროპაში მორიგი სისხლიანი კონფლიქტის გაჩაღებას რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.

მისივე განცხადებით, პოლონეთის მილიტარისტული მისწრაფებები და დასავლეთის სამხედრო მზადების მთელი კომპლექსი, მათ შორის პოლონეთის ტერიტორიაზე, არის მზადება აღმოსავლეთის მიმართულებით სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად.

„კონფლიქტის შემთხვევაში, თავდასხმის მთავარი სამიზნე გახდება პოლონეთის ტერიტორია თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით, კერძოდ, გადაწყვეტილების მიღების ცენტრები, სარდლობისა და კონტროლის სისტემის ელემენტები, ეროვნული შეიარაღებული ძალების მუდმივი განლაგების პუნქტები, არსენალები და ბაზები, ასევე მათი ეკონომიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კრიტიკულ ობიექტები. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა არაერთხელ განაცხადა, პასუხი მყისიერი იქნება. სწორედ ისინი დაზარალდებიან, თუ მხოლოდ ძალის პოზიციიდან შეეცდებიან ჩვენს სახელმწიფოსთან საუბარს. არ ვისურვებდი, რომ ეს სცენარი იყოს სამხედრო, მაგრამ დასავლეთმა ნათლად უნდა გააცნობიეროს, რომ ნებისმიერი სახის შეიარაღებულ პროვოკაციაზე ჩვენი პასუხი აუცილებლად იქნება ადეკვატური და მკაცრი“, – განაცხადა რუსლან კოსიგინმა.