ბელარუსის გენერალური პროკურატურის ცნობით, აქციებზე დაკავებული 122 პირი იზოლატორში რჩება
ბელარუსის გენერალური პროკურატურის ცნობით, აქციებზე დაკავებული 122 პირი იზოლატორში რჩება

ბელარუსის გენერალური პროკურატურის ცნობით, აქციებზე დაკავებული 122 პირი იზოლატორში რჩება. ამავე დროს, დემონსტრანტების ცემის ფაქტზე არც ერთი საქმე აღძრული არ არის. ინფორმაციას ბელარუსული ინტერნეტ პორტალი „tut.by“ ავრცელებს.

ყველაზე მეტი დაკავებული ამჟამად ჟოდინოსა და ბრესტის იზოლატორში იმყოფება.

ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები და გაფიცვები დაიწყო. ევროკავშირმა არ ცნო არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი.