ბელარუსის დედაქალაქში სამართალდამცველებმა „ქალების მარშის“ 30-მდე წევრი დააკავეს
ბელარუსის დედაქალაქში სამართალდამცველებმა „ქალების მარშის“ 30-მდე წევრი დააკავეს. აქციის მონაწილეებმა მინსკში, თავისუფლების მოედანზე შეკრება სცადეს, თუმცა ბელარუსის პოლიცია მათ არასანქცირებულ შეკრებაში მონაწილეობის გამო დაშლისკენ მოუწოდებდა.
მიუხედავად ამისა, ბელარუსის დედაქალაქის ცენტრში 200-მდე ადამიანი შეიკრიბა. მოგვიანებით პოლიციის თანამშრომლებმა მათი დაკავება დაიწყეს.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მინსკში მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერი აქციაც იმართება.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს