ბელარუსის დედაქალაქში დღეს ორი დემონსტრაციაა დაგეგმილი.
მინსკში, დამოუკიდებლობის მოედანზე დღეს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერი მიტინგი იმართება.
ადგილზე უკვე იკრიბებიან აქციის მონაწილეები, ასევე მიყვანილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.
მოგვიანებით, ასევე დამოუკიდებლობის მოედანზე დაგეგმილია ანტისამთავრობო მსვლელობა „მარში თავისუფლებისთვის“, რომლის მონაწილეები ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელი სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ.
საპროტესტო გამოსვლები ბელარუში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმართება.