ბელარუსი რუსეთისგან 500 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტს მიიღებს. ეს ბელარუსისთვის გათვალისიწნებული 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის მეორე ტრანშია. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პეკსოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ კრედიტის გამოყოფა იყო.
ამას გარდა, როგორც პესკოვმა აღნიშნა, სოჭში შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკშენკომ ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქის, სოფია საპეგას საკითხი განიხილეს. საპეგა 23 მაისს ჟურნალისტ რომან პროტასევიჩთან ერთად დააკავეს. პესკოვის თქმით, საპეგას ბელარუსის ბინადრობის უფლება გააჩნია.
„პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა დიმიტრი პეკსოვმა და აღნიშნა, რომ ამ საქმეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაუწევს მონიტორინგს.
ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ გუშინ სოჭში მოლაპარაკებები არაფორმალურ გარემოში, იახტაზე გააგრძელეს.
„რაინეარის“ რეისთან დაკავშირებული ინციდენტის გარდა, კრემლის ცნობით, პრეზიდენტებმა საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების საკითხები განიხილეს.