ბელარუსი რუსეთის მიერ ორგანიზებულ სამხედრო წვრთნაში „კავკაზ-2020“ მიიღებს მონაწილეობას
ბელარუსი რუსეთის მიერ ორგანიზებულ სამხედრო წვრთნაში „კავკაზ-2020“ მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა ადგილობრივ მედიას აცნობა.
რუსეთმა წვრთნებზე მოიწვია ბელარუსის, სომხეთის, ჩინეთის, მიანმარის, პაკისტანის, აზერბაიჯანისა და ირანის სამხედრო პერსონალი.
წვრთნები რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში 21-26 სექტემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 12 000-ზე მეტი პირი მიიღებს.