ბელარუსი ნავთობის შეძენას ევროპის სახელმწიფოებისგან განიხილავს.
შესაბამისი მოთხოვნით ევროპის ქვეყნებს ბელარუსის მთავრობამ მას შემდეგ მიმართა, რაც მინსკსა და მოსკოვს შორის ტარიფების შესახებ დავა დაიწყო.
როგორც ბელარუსის ვიცე-პრემიერ მინისტრმა განაცხადა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინასთან, პოლონეთთან, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან, ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ მოსკოვმა ბელარუსში ნავთობის მიწოდება მოულოდნელად შეწყვიტა. ამ პირობებში ლატვიამ განაცხადა, რომ ბელარუსში ნავთობის მიწოდების პროექტში ჩაერთვება.
მინსკმა მოსკოვთან რუსული ნავთობის ტრანზიტის ტარიფის შესახებ შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწია.