ბელარუსი ლიეტუველ მესაზღვრეებს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს
ბელარუსი ლიეტუველ მესაზღვრეებს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს

ბელარუსი ლიეტუველ მესაზღვრეებს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს.

ბელარუსის სასაზღვრო კომიტეტის ინფორმაციით, ბელარუსის გამშვებ პუნქტ „კოტლოვკასა“ და ლიეტუვის გამშვებ პუნქტ „ლავორიშკესთან“ ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ოფიციალური ავტომობილი ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენიმე მეტრით გადავიდა. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის შესახებ ქვეყნებს შორის შეთანხმების დებულებების შესაბამისად, აღნიშნულის შესახებ ბელარუსულმა მხარემ ლიეტუვის სასაზღვრო კომისარს აცნობა. ბელარუსის სასაზღვრო კომიტეტის ინფორმაციით, ბოლო დროს ეს საგუშაგოებზე დარღვევის მეორე შემთხვევაა.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარი გააძლიერა. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის, ინგრიდა შიმონიტეს განცხადებით, ქვეყნის მთავრობა საზღვრის გაძლიერების დეტალებზე ინფორმაციის გავრცელებას საჭიროდ არ მიიჩნევს.