ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო აღლუმი გაიმართა.
როგორც აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, ბელარუსი ყველა ქვეყნის მიმართ მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს. ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი აქტიურად გამოდის დიალოგის ინიციატივით, რაც მიმართულია საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებისკენ.
„ჩვენს მშვიდობის მოყვარულ პოლიტიკას ყველა ქვეყანასთან ურთიერთობაში ვაჩვენებთ. ვაძლიერებთ მოკავშირეობას მოძმე რუსეთთან. ვაფართოებთ თანამშრომლობას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან – ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ურთიერთპატივისცემის პრინციპით ვაწარმოებთ დიალოგს დასავლურ ქვეყნებთან“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ამავე დროს, ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მზად არის დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
ბელარუსის დამოუკიდებლობის დღე 3 ივლისს 1997 წლიდან აღინიშნება. 1944 წლის 3 ივლისი მინსკის ნაცისტური გერმანიისგან გათავისუფლების დღეა.