ბელა ხოტენაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა #1TVSPORT
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს მე-80 ჩემპიონატი საერთაშორისო დიდოსტატის ბელა ხოტენაშვილის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 9 პარტიიდან 7 მოიგო და 2 ყაიმით დაასრულა.
ბელა ხოტენაშვილმა საქართველოს ჩემპიონობა პირველად 2012 წელს მოიპოვა, მან ეს ტიტული 2017 და 2022 წლებშიც იზეიმა.
მეცხრე ტურის შეხვედრები:
მარიამ ცეცხლაძე-ლულუ დიასამიძე ½:½
ნია დონღვანი-მერი არაბიძე 0:1
ლელა ჯავახიშვილი-ანასტასია კირთაძე ½:½
თამარ ესაძე-ბელა ხოტენაშვილი 0:1
ელენე წოწონავა-ნინო ბაციაშვილი ½:½
სატურნირო მდგომარეობა:
1. ბელა ხოტენაშვილი(2485) – 8 ქულა
2. ლელა ჯავახიშვილი(2440) – 7 ქულა
3. მერი არაბიძე (2427) – 7 ქულა
4. ნინო ბაციაშვილი (2493) – 6,5 ქულა
5. ელენე წოწონავა (1955) – 5 ქულა
6. ნია დონღვანი (2030) – 3,5 ქულა
7. ანასტასია კირთაძე (2002) – 2,5 ქულა
8. თამარ ესაძე (1981) – 2,5 ქულა
9. ლულუ დიასამიძე (1541) – 1,5 ქულა
10.მარიამ ცეცხლაძე (1747) – 1,5 ქულა
საპრიზო სამეულის მოჭადრაკეებს ევროპის ქალთა ჩემპიონატის საგზურები გადაეცათ.