ბელა ხოტენაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა #1TVSPORT
ბელა ხოტენაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა #1TVSPORT

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს მე-80 ჩემპიონატი საერთაშორისო დიდოსტატის ბელა ხოტენაშვილის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 9 პარტიიდან 7 მოიგო და 2 ყაიმით დაასრულა.

ბელა ხოტენაშვილმა საქართველოს ჩემპიონობა პირველად 2012 წელს მოიპოვა, მან ეს ტიტული 2017 და 2022 წლებშიც იზეიმა.

მეცხრე ტურის შეხვედრები:

მარიამ ცეცხლაძე-ლულუ დიასამიძე ½:½

ნია დონღვანი-მერი არაბიძე 0:1

ლელა ჯავახიშვილი-ანასტასია კირთაძე ½:½

თამარ ესაძე-ბელა ხოტენაშვილი 0:1

ელენე წოწონავა-ნინო ბაციაშვილი ½:½

სატურნირო მდგომარეობა:

1. ბელა ხოტენაშვილი(2485) – 8 ქულა

2. ლელა ჯავახიშვილი(2440) – 7 ქულა

3. მერი არაბიძე (2427) – 7 ქულა

4. ნინო ბაციაშვილი (2493) – 6,5 ქულა

5. ელენე წოწონავა (1955) – 5 ქულა

6. ნია დონღვანი (2030) – 3,5 ქულა

7. ანასტასია კირთაძე (2002) – 2,5 ქულა

8. თამარ ესაძე (1981) – 2,5 ქულა

9. ლულუ დიასამიძე (1541) – 1,5 ქულა

10.მარიამ ცეცხლაძე (1747) – 1,5 ქულა

საპრიზო სამეულის მოჭადრაკეებს ევროპის ქალთა ჩემპიონატის საგზურები გადაეცათ.