ბექა ოდიშარია - მთავარია, ოპოზიცია არ გაგვიცივდეს, ლეიბზე წამოწოლას და კიბეებზე ჩამოჯდომას მნიშვნელოვანი მიზანი უნდა ჰქონდეს
„ნაცების“ დროს რა ხდებოდა და ვინ იყო აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი, მოიკითხეთ, გამოსახლებებისთვის რამდენი მილიონი აქვთ აღებული პრემიის სახით? კარგად მოიკითხეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„მთავარია, ოპოზიცია არ გაგვიცივდეს, ლეიბზე წამოწოლას და კიბეებზე ჩამოჯდომას მნიშვნელოვანი მიზანი უნდა ჰქონდეს. ასეთი მიზანი 9 აპრილის მოვლენებისას გვახსოვს. მას შემდეგ ეს ხალხი ნებისმიერ ნეგატიურ ამბავს, რომელიც პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან არ არის დაკავშირებული, ბავშვის გარდაცვალებაა თუ ბიჭების ჩხუბი, მათ შორის გამოსახლების საკითხი, რა ბმაშია და კავშირშია იმასთან, რომ ლეიბები გაშალონ? მხარეებს შორის დავა დიდი ხანია, მიმდინარეობს და ამასთან „ქართული ოცნება“ რა შუაშია? ჩვენ ის ძალა ვართ, ვინც აქ სასამართლოს კომპონენტი შემოიტანა და გახდა საჭირო განჩინება. მანამდე, „ნაცების“ დროს რა ხდებოდა და ვინ იყო აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი, მოიკითხეთ. გამოსახლებებისთვის რამდენი მილიონი აქვთ აღებული პრემიის სახით? კარგად მოიკითხეთ“, – განაცხადა ოდიშარიამ.
„კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები?“