ბეირუთში მომხდარი აფეთქება 240 კილომეტრით დაშორებულ კვიპროსზე იგრძნეს

22:26, 04.08.2020

ლიბანის დედაქალაქში მომხდარი აფეთქება 240 კილომეტრით დაშორებულ კვიპროსზე იგრძნეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიას ერთ-ერთი მცხოვრები სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ აფეთქების ტალღამ მის სახლამდე მიაღწია.

კვიპროსელი ჟურნალისტის, ემილია პაპადოპულოსის განცხადებით, აფეთქება ქალაქ ლიმასოლში იგრძნო და მიწისძვრა ეგონა.

„ჩვენ ეს კვიპროსში ვიგრძენით. დაუჯერებელია“, – წერს კვიპროსელი ჟურნალისტი.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება დღეს მოხდა. უცხოური მედია ადგილიდან პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს.

მსგავსი