ბეირუთში მომხდარ აფეთქებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან
ბეირუთში მომხდარ აფეთქებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან.
მედიის ცნობით, რამდენიმე წუთის წინ, ლიბანელ კოლეგას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესაუბრა და აღნიშნა, რომ მზადაა, ლიბანს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნოს.
განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. მან მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა, ლიბანელ ხალხს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ დახმარება უკვე გზაშია.
განცხადება გააკეთა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და მზადყოფნა გამოთქვა, ლიბანს დახმარება გაუწიოს.