ბეირუთში ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელი მოკლული იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ძალოვანი უწყება ავრცელებს.
მოკლული ქალის, რებეკა დაიკის ცხედარს საავტომობილო გზის პირას მიაგნეს. პოლიციის ცნობით, ის გაგუდულია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
რებეკა დაიკი ბეირუთში ბრიტანეთის საელჩოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტში პროგრამებისა და მიმართულებების მენეჯერად 2017 წლის იანვრიდან მუშაობდა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ისინი განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავენ.