ბეირუთში აფეთქებისას გარდაცვლილთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა, დაშავდა 4 000-ზე მეტი ადამიანი, არიან დაკარგულები
ბეირუთში აფეთქებისას გარდაცვლილთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა, დაშავდა 4 000-ზე მეტი ადამიანი, არიან დაკარგულები

ბოლო მონაცემებით, ლიბანში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა, დაშავებულია 4 000-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბევრი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ასობით ადამიანი მოდის და სამაშველო ჯგუფებს მათი ახლობლების შესახებ ეკითხება, ღამით სამძებრო სამუშაოები გაძნელდა, რადგან არ არის ელექტროენერგია. ჩვენ რეალური კატასტროფის წინაშე ვართ და დრო გვჭირდება ზარალის შესაფასებლად“, – განაცხადა ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა, ჰამად ჰასანიმ.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა.

დატოვე კომენტარი