ბეირუთში აფეთქებას ლიბანური პარტია „კატაიბის“ გენერალური მდივანი ემსხვერპლა
ბეირუთში აფეთქებას ლიბანური პარტია „კატაიბის“ გენერალური მდივანი ემსხვერპლა

ბეირუთში აფეთქებას ლიბანური პარტია „კატაიბის“ გენერალური მდივანი ნიზარ ნადჟარიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ალ-არაბია“ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ლიბანის გენერალური უსაფრთხოების დირექტორმა, გენერალ-მაიორმა აბას იბრაჰიმმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, აფეთქების მიზეზი პორტის საწყობი იყო, სადაც ფეთქებადსაშიში მასალები ინახებოდა.

სპეცსამსახურების წყაროებმა „როიტერს“ უთხრეს, რომ ინციდენტის ადგილზე ასაფეთქებელი მასალების საწყობი იყო.

„ბიბისის“ ინფორმაციით, საბაჟოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მასშტაბური აფეთქების მიზეზი ნიტრატი გახდა.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება დღეს მოხდა. უცხოური მედია ადგილიდან პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს.