ბეილის აგენტი - გარეთს ინგლისში დაბრუნება არ სურს
ბეილის აგენტი - გარეთს ინგლისში დაბრუნება არ სურს

მადრიდის „რეალის“ ფორვარდ გარეთ ბეილის აგენტი ჯონათან ბარნეტი უელსელის პრემიერლიგაში შესაძლო დაბრუნების შესახებ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, გარეთს ინგლისში თამაში არ სურს.

„მე ადრეც ვამბობდი, რომ გარეთი მადრიდში ბედნიერია. მას შესანიშნავი ცხოვრება აქვს აქ და არ ვიცი, რა მიზეზით უნდა დატოვოს აქაურობა. ფინანსური თვალსაზრისით, ფული არა მხოლოდ მას, არამედ მის შვილებსა და შვილიშვილებს ეყოფათ სიცოცხლის ბოლომდე. მან მოიგო თითქმის ყველაფერი, გარდა მსოფლიო ჩემპიონატისა. ახლა მისი პრემიერლიგაში დაბრუნება დიდი მოვლენა იქნებოდა, მაგრამ მგონია, რომ მას ეს არ სურს“, – მოჰყავს ბარნეტის სიტყვები „გოლს“.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში, ბეილმა მადრიდელთა შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა. 30 წლის ფორვარდმა სამი გოლი და ორი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. მისი კონტრაქტი სამეფო კლუბთან 2022 წლის ზაფხულში იწურება.