ბეგლარიშვილმა ფინეთი დატოვა - ქართველმა ესტონეთის პასპორტი მიიღო
ბეგლარიშვილმა ფინეთი დატოვა - ქართველმა ესტონეთის პასპორტი მიიღო

ფინეთის საფეხბურთო კლუბი „სეინაიოკი“ 9 მოთამაშემ დატოვა, სამი მათგანი კი ესტონეთის მოქალაქეა. ეს ამბავი საინტერესი იმითაა, რომ სამეულში ერთი ქართველია – ზაქარია ბეგლარიშვილი.

ტრანსფერი ესტონურ კლუბს, ტალინის „ფლორას“ ეკუთვნის, მაგრამ ქართველი ნახევარმცველი ფინეთის კლუბში იჯარით გაუშვეს.

ესტონური გამოცემა err.ee-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან შევიტყვეთ, რომ „სეინაიოკის“ ქართველ ნახევარმცველს ესტონეთის პასპორტი ახლახან გადასცეს. ზაქარია ბეგლარიშვილმა გასული წლის ბოლოს წარმატებით ჩააბარა ესტონური ენის გამოცდა და ნატურალიზებული ესტონელი გახდა.

ქართველი ფეხბურთელი ესტონეთის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და მას ესტონეთის ეროვნულ ნაკრებში იწვევენ. ამის სურვილი თავად ფეხბურთელმაც გამოხატა.