ესტონეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ზაქარია ბეგლარიშილმა მორიგი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა. მე-17 ტურში, ტალინის “ფლორა” ნარვაში “ტრანსს” ესტუმრა და 4:2 დაამარცხა.
27 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გადამწყვეტი გოლები გაიტანა, მან „ტრანსის” კარი პირველად 77-ე წუთზე აიღო და ტალინელები 3:2 დააწინაურა. 90 წუთზე კი დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:2.
ბეგლარიშვილის ანგარიშზე საგოლე გადაცემაცაა. 38-ე წუთზე კევინ ალოემ “ფლორას” პირველი გოლი მისი გადაცემით გაიტანა.
მიმდინარე სეზონში ბეგლარიშვილმა 15 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ “ფლორას” ქართველმა ლეგიონერმა მეოთხე დუბლი შეასრულა.