„ენ სი ეი ეი“ (NCAA) ლიგაში მოასპარეზე „ილინოისი“, რომლის ღირსებას გიორგი ბეჟანიშვილი იცავს, საკონფერენციო მატჩებში ჩაება. ქართველი კალათბურთელის გუნდმა სტუმრად დაუმარცხებელ „მერილენდთან“ ანგარიშით 59:58 წააგო. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, „ილინოისი“ ანგარიშით 25:39 იგებდა, თუმცა სოლიდური უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.
ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ 26 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 9-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.
„ილინოისს“ ბიგ თენის კონფერენციაში მომდევნო მატჩი 11 დეკემბერს „მიჩიგანთან“ ელის.