მედიის ცნობით, მტვრის ქარიშხლის გამო მასშტაბური ავტოკატასტროფის შედეგად ილინოისში ექვსი ადამიანი დაიღუპა

09:43, 02.05.2023

ცენტრალურ ილინოისში ექვსი ადამიანი დაიღუპა მტვრის ქარიშხლის გამო მომხდარი მასშტაბური ავტოკატასტროფის შედეგად. ამერიკული მედიის ცნობით, დაბალი ხილვადობის გამო საგზაო კატასტროფაში 90-მდე მანქანა მოჰყვა, ხოლო ორ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას შეჯახების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

ილინოისის შტატის პოლიციის კაპიტნის, რაიან სტერიკის ცნობით, შემთხვევის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა სანგამონისა და მონტგომერის ოლქების დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.

მსგავსი