ილინოისის შტატში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა
ილინოისის შტატში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა

ილინოისის შტატში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცველები. თავდასხმა ჩიკაგოდან 60 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ავრორაში მოხდა.

კომპანია „ჰენრი პრეტის“ შენობაში ერთ-ერთ შეხვედრაზე ცეცხლი ამავე კომპანიის თანამშრომელმა, 45 წლის გერი მარტინმა გახსნა. თავდამსხმელი სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრეს.

ამერიკული მედიის ცნობით, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე გერი მარტინმა გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. მანამდე კი, კომპანია „ჰენრი პრეტში“ 15 წლის განმავლობაში მუშაობდა.

თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედია გერი მარტინის ოჯახის წევრების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ის სამსახურში თავს ზედმეტად გრძნობდა და ამის გამო დეპრესია აწუხებდა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.