გიორგი ბეჟანიშვილის 14 ქულა და მორიგი გამარჯვება „ენ სი ეი ეი“ ლიგაზე (ვიდეო)

13:19, 25.11.2019

„ენ სი ეი ეი“ (NCAA) ლიგაზე მორიგი წარმატებული მატჩი გამართა გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოისმა“, რომელმაც ამჯერად „ჰემპტონს“ დიდი ანგარიშით 120-71 სძლია.

ქართველმა კალათბურთელმა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ბეჟანიშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ არასრულ 25 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ბლოკი მიითვალა.

ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი, სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა. აღსანიშნავია, რომ გიორგის პერსონალური ფოლი არ მიუღია.

„ილინოისს“ ექვსი ჩატარებული მატჩიდან 5 აქვს მოგებული და „ბიგ თენის“ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 27 ნოემბერს, ისევ საკუთარ არენაზე, „ლინდენვუდთან” გამართავს.

მსგავსი