ბეჟანიშვილის 10 ქულა და 4 მოხსნა „ლინდენვუდთან“ მოგებულ მატჩში (ვიდეო)
ბეჟანიშვილის 10 ქულა და 4 მოხსნა „ლინდენვუდთან“ მოგებულ მატჩში (ვიდეო)

„ენ სი ეი ეი“ (NCAA) ლიგაზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოისი“. მიმდინარე სეზონზე ქართველი კალათბურთელის გუნდმა უკვე მე-6 მატჩი მოიგო.

ამჯერად ილინოისელებმა „ლინდევუდი“ დიდი ანგარიშით 117-65 დაამარცხეს. ბეჟანიშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ 20 წუთში გიორგიმ 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფორვარდს ტყორცნა არ გაუფუჭებია. მან ოთხივე ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

„ილინოისს“ 6 მოგება აქვს და „ბიგ თენის“ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ბეჟანიშვილის გუნდი 3 დეკემბერს, ისევ შინ, „მაიამი ჰარიქეინსთან“ ჩაატარებს.