ბეჟანიშვილის 12 ქულა და 8 მოხსნა „მიჩიგანთან“ მოგებულ მატჩში (ვიდეო)

გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოისმა“ ამერიკის სტუდენტურ ლიგაზე მნიშვნელოვანი და ძალიან პრინციპული გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „მიჩიგანს“ უმასპინძლა და 71-62 სძლია.

ეს გამარჯვება „ილინოისისთვის“ განსაკუთრებით სასიხარულო გამოდგა, რადგან ამ გუნდს 2013 წლის შემდეგ ტოპ ხუთეულის წარმომადგენელთან გამარჯვება მოპოვებული არ ჰქონდა.

ბეჟანიშვილმა საკუთარი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა მოედანზე გატარებულ 35 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესოები კოფი კოკბერნი (19 ქულა, 10 მოხსნა) და აიო დოსუნმუ (14 ქულა, 8 მოხსნა) გამოდგენენ.