გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოისმა“ „ენ სი ეი ეი” (NCAA) ლიგაზე მორიგი შეხვედრა ამჯერად „მისურისთან” ჩაატარა და 56-63 დამარცხდა.
ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა გულშემატკივრებს თავი ლამაზი ბლოკშოტით დაამახსოვრა. ბეჟანიშვილმა მწირქულიან შეხვედრაში მოედანზე 25 წუთი გაატარა და 5 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
„ილინოისში” საუკეთესო აიო დოსუნმუ იყო, რომელმაც 21 ქულა დააგროვა.
ბეჟანიშვილის გუნდს 8 მოგება და 4 მარცხი აქვს და ბიგ თენის კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი წლის მიწურულს, 30 დეკემბერს, „ნორს კაროლინასთან” ჩაატარებს.