ბეჟანიშვილის 9 ქულა მეოთხედფინალში - „ნაითჰოუკსი“ ძლიერ მეტოქესთან დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი ბეჟანიშვილმა კანადის ელიტურ საკალათბურთო ლიგაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა. „გუელფ ნაითჰოუკსი“ CEBL-ის პლეი ოფის მეოთხედფინალში „ნიაგარა რივერს“ დაუპირისპირდა, რომელმაც რეგულარულ სეზონში მე-2 ადგილი დაიკავა და სტუმრად 78-99 დამარცხდა.
ბეჟანიშვილი ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 31:24 წუთში 9 ქულის, 4 მოხსნისა და 3 პასის დაგროვება მოასწრო. მის ანგარიშზე 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმოა. მან 4-ჯერ დაკარგა ბურთი და 4-ჯერ დაჯარიმდა.
მარცხის მიუხედავად, „ნაითჰოუკსმა“ შეხვედრა კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 5 ქულით მოიგო, მაგრამ დიდ შესვენებამდე მეტოქემ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და 19 ქულით გაიქცა. მესამე მეოთხედში ონტარიოლებემა მხოლოდ 12 ქულამდე მოახერხეს სხვაობის შემცირება, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხეს.
ბეჟანიშვილი, დიდი ალბათობით, ამერიკაში დაბრუნდება და ასპარეზობას კვლავ G ლიგაში, „დენვერ ნაგეტსის“ განვითარების ლიგის გუნდში „გრანდ რაპიდს გოლდში“ გააგრძელებს.