ბეჟანიშვილის 9 ქულა მეოთხედფინალში – „ნაითჰოუკსი“ ძლიერ მეტოქესთან დამარცხდა #1TVSPORT

12:17, 07.08.2022

გიორგი ბეჟანიშვილმა კანადის ელიტურ საკალათბურთო ლიგაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა. „გუელფ ნაითჰოუკსიCEBL-ის პლეი ოფის მეოთხედფინალში „ნიაგარა რივერს“ დაუპირისპირდა, რომელმაც რეგულარულ სეზონში მე-2 ადგილი დაიკავა და სტუმრად 78-99 დამარცხდა.

https://twitter.com/GNighthawks/status/1556086479016923136

ბეჟანიშვილი ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 31:24 წუთში 9 ქულის, 4 მოხსნისა და 3 პასის დაგროვება მოასწრო. მის ანგარიშზე 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმოა. მან 4-ჯერ დაკარგა ბურთი და 4-ჯერ დაჯარიმდა.

მარცხის მიუხედავად, „ნაითჰოუკსმა“ შეხვედრა კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 5 ქულით მოიგო, მაგრამ დიდ შესვენებამდე მეტოქემ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და 19 ქულით გაიქცა. მესამე მეოთხედში ონტარიოლებემა მხოლოდ 12 ქულამდე მოახერხეს სხვაობის შემცირება, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხეს.

ბეჟანიშვილი, დიდი ალბათობით, ამერიკაში დაბრუნდება და ასპარეზობას კვლავ G ლიგაში, „დენვერ ნაგეტსისგანვითარების ლიგის გუნდში „გრანდ რაპიდს გოლდში“ გააგრძელებს.

მსგავსი