ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზა გაიხსნა. სოფელ ბეჩოს მაცხოვრებლებს გზა პროტესტის ნიშნად დილიდან ჰქონდათ გადაკეტილი. ისინი სოფლის გზის რეაბილიტაციას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს შეხვდნენ მესტიის პოლიციის უფროსი და სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი. შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.
შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გზა გახსნეს. მათი თქმით, მიიღეს დაპირება, რომ გზის მშენებელი კომპანია ხვალ შეიყვანს ტექნიკას და 20 ნოემბერს გზის რეაბილიტაცია დასრულდება.
პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.