დაახლოებით, ერთი საათია, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა სოფელ ბეჩოში გადაკეტილია. გზაზე გაჩერებულია ავტობუსები, მიკროავტობუსები, მსუბუქი ავტომანქანები.
ბეჩოს მოსახლეობა სოფლის გზის რეაბილიტაციას ითხოვს. მათი თქმით, ექვსი წელია, მხოლოდ დაპირებები ესმით და სოფელში გადაადგილება ჭირს. აქციის მონაწილეები კატეგორიულად გამორიცხავენ რაიმე სახის პოლიტიკურ სარჩელს.
ჯერჯერობით, აქციის მონაწილეებს ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვედრიან.