შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 122-ე (ბეჩო-ლატალი) კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
აღნიშნულ მონაკვეთზე წუხელ გვიან ღამით ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო.