BBC - საქართველო-უელსის მატჩს 55 ათასი ადამიანი დაესწრება, მოსალოდნელია ტრანსპორტის შეფერხება
საქართველოსა და უელსის რაგბის ნაკრების მატჩს სავარაუდოდ, 55 ათასი გუშემატკივარი დაესწრება.
როგორც BBC წერს, მატჩის წინ ფანებს ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეფერხება ელით. კერძოდ, შაბათ-კვირას ინგლისისა და უელსის მთავარი დამაკავშირებელი -სევერნის გვირაბი დახურული იქნება. ამის გამო, ბრისტოლიდან უელსში მიმავალ მატარებლებს ავტობუსები ჩაანაცვლებს.
კარდიფის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქში ასევე დაწესებულია შეზღუდვები ტრანსპორტის გადაადგილებაზე. ამიტომ სტადიონის ადმინისტრაციამ მატჩზე დასწრების მსურველებს თადარიგის დაჭერა და არენაზე ადრე მისვლა ურჩია.
მატჩზე მოხვედრამდე მაყურებლებს შემოწმების გავლა მოუწევთ. სტადიონზე შესვლა მსურველებს სარაგბო დაპირისპირების დაწყებამდე სამი საათით ადრე შეეძლებათ. მაყურებლებს ურჩევენ, დიდი ზომის ჩანთები და ქოლგები სახლში დატოვონ, რადგან მათი შეტანა არენაზე აკრძალულია.
უელსისა და საქართველოს დაპირისპირება თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.