BBC - დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტელეკომპანია BBC-ის ინფორმაციით, რამდენიმე წუთში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომას ჩაატარებს. ჯერ უცნობია, რა წერია დოკუმენტის ტექსტში. მედიასაშუალების ცნობით, დოკუმენტის ტექსტი ალბათ ტერეზა მეის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გახდება მედიისთვის ცნობილი.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.