BBC- აშშ-ში, ფლორიდის სკოლაში სროლას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის პარკლენდის სკოლაში სროლას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცველებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი პარკლენდის სკოლის ყოფილი მოსწავლე, 19 წლის ნიკოლას კრუზი დააკავეს, რომელიც აღნიშნული სასწავლო დაწესებულებიდან გასულ წელს დისციპლინის მრავალჯერ დარღვევის გამო გარიცხეს.
როგორც BBC წერს, სროლამდე ნიკოლას კრუზმა განგაშის სიგნალი ჩართო და სკოლაში ქაოსი გამოიწვია.
CNN-ის ცნობით, ფლორიდის სკოლაში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.