BBC - აშშ-ს სირიიდან სამხედროები გაჰყავს
BBC - აშშ-ს სირიიდან სამხედროები გაჰყავს

აშშ სირიიდან სამხედროების გასაყვანად ემზადება, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ამერიკული მედია კი წერს, რომ პენტაგონმა შესაბამისი ბრძანება თეთრი სახლისგან უკვე მიიღო.
თეთრი სახლის პრესმდივანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ სირიიდან სამხედროების სრულად გაყვანას შეუდგა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ით გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ სირიაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია.

„ისლამური სახელმწიფო“ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ სირიაში ვიყავით“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
BBC-ის ინფორმაციით, სირიაში 2000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ მანამდე თურქეთმა განაცხადა, რომ ემზადება სამხედრო ოპერაციისთვის, რომლის სამიზნეც ჩრდილოეთ სირიაში დისლოცირებული სირიელი ქურთები იქნებიან.