ნუ დანაღმავ ბათუმს, არა ქიმიურ ტერმინალს,- ამ მოთხოვნებით ბათუმის პორტის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეთა ჯგუფი პორტში დაგეგმილი მინერალური სასუქების გადამტანი ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ტერმინალით დაგეგმილია ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირება, რაც ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის საკურორტო ქალაქს.
„ტერმინალი ქალაქს ემუქრება გაქრობით, ამას ვერ დავუშვებთ და ბრძოლას არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ”,-ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ალეკო თევზაძე.
ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყება გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი. ცენტრალური აზიიდან ევროპაში მინერალური სასუქების, კერძოდ კარბამიდის გადაზიდვა მოხდება.
ტერმინალის მშენებლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს ამერიკული კორპორაცია Trammo, კორპორაციის პრეზიდენტმა ხელშეკრულებას ხელი 14 იანვარს ბათუმში მოაწერა ხელი. საქართველის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რომ ტერმინალი სრულიად უსაფრთხოა.
ტერმინალთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებიც მიმდინარეობს, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პროტესტი რუსული პროპაგანდის ნაწილია, რადგან ტვირთები, რომელიც აზიიდან ბათუმში გადაიზიდება, ევროპაში ამჟამად რუსეთის გავლით გადააქვთ.
პორტის ადმინისტრაციის ცნობით, ტერმინალის ამოქმედების შემდეგ პორტის ტვირთბრუნვა მილიონ 200 ათასი ტონით გაიზრდება.