ბავშვთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით თანამედროვე განათლების აკადემიაში გამოფენა-გაყიდვა „ვარდისფერი სათვალე“ გაიმართა
ბავშვთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით თანამედროვე განათლების აკადემიაში ყოველწლიური გამოფენა-გაყიდვა „ვარდისფერი სათვალე“ გაიმართა.
გამოფენაზე მონაწილეობდა, თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეები, რომლებსაც წარმოდგენილი ჰქონდათ მათივე შექმნილი სხვადასხავა ხელნაკეთი ნივთები, ტანსაცმელი, ნახატები, სათამაშოები და ტკბილეული.
როგორც თანამედროვე განათლების აკადემიის სასწავლო პროცესის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, მაია ბაქრაძემ განაცხადა, გაყიდული ნივთებით შემოსული თანხა გადაერიცხება დიტო ცინცაძის ფონდს.
„მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ დღეს ჩვენთან ძალიან საზეიმო და ღირსშესანიშნავი დღეა“, – განაცხადა მაია ბაქრაძემ.