„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ძალით შესვლა სცადეს [ვიდეო]

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა, რომლებიც პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ, შენობაში ძალით შესვლა სცადეს.

აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ ოფისში შესვლის უფლება არ მისცეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.