„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები თბილისის საკრებულოსთან აქციას მართავენ
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები თბილისის საკრებულოსთან აქციას მართავენ

„ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულები თბილისის საკრებულოსთან ერთჯერადი დახმარებების მიღების მოთხოვნით აქციას მართავენ. შეკრებილები საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი იმ განცხადების პასუხს ელოდებიან, რომელიც თბილისის საკრებულოში მათი საქმის განხილვის მიზნით შეიტანეს.