ბავშვი გონს მაშინ მოვიდა, როდესაც მშობლები ექიმებს მისი ორგანოების ტრანსპლანტაციაზე დათანხმდნენ
ბავშვი გონს მაშინ მოვიდა, როდესაც მშობლები ექიმებს მისი ორგანოების ტრანსპლანტაციაზე დათანხმდნენ

აშშ-ში, ალაბამას შტატში მცხოვრები 13 წლის ბიჭი  გონს  მოვიდა, როდესაც მშობლებმა  ექიმებს მისი ორგანოების ტრანსპლანტაციის უფლება მისცეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 მარტში ტრენტონ მაკკინლი ავარიაში მოყვა და თავის მძიმე ტრავმა მიიღო. დედის თქმით, ბიჭს 7 ოპერაცია ჩაუტარეს, მას გული და თირკმელი გაუჩერდა და კლინიკური სიკვდილიც გადაიტანა.

ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ ბავშვის გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა. მისი ორგანოების ტრანსპლანტაციით კი სხვა ბავშვების გადარჩენა შეეძლოთ. მშობლები ექიმებს დათანხმდნენ და ყველა საჭირო დოკუმენტაციას ხელი მოაწერეს.

ექიმებმა ტრანსპლანტაციისთვის მზადება დაიწყეს, მართვითი სუნთქვის აპარატის გამორთვამდე ერთი დღით ადრე კი ტრენტონი გონს მოვიდა. ახლა ის რეაბილიტაციის პროცესს გადის, საუბრობს და დამოუკიდებლად გადაადგილდება.