ბავარიის არჩევნებში ანგელა მერკელის მოკავშირე ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა უმრავლესობა დაკარგა
ბავარიის არჩევნებში ანგელა მერკელის მოკავშირე ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა უმრავლესობა დაკარგა.
გერმანიის კანცლერის რეგიონული მოკავშირე პარტია არჩევნებში 35.5%-ით ლიდერობს, თუმცა ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა 1950 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.
გერმანული ტელეკომპანია ARD-ის ინფორმაციით, ბავარიის შტატის ასამბლეაში პირველად შედის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელმაც არჩევნებში მესამე შედეგი აჩვენა. წინასწარი მონაცემებით, მეორე ადგილს იმიგრაციის მხარდამჭერი „მწვანეები“ იკავებენ.
ქრისტიან-სოციალურ კავშირს კოალიციის ფორმირება დასჭირდება.